ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში, პირდაპირი ეთერის დროს შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ სატელევიზიო სტუდია ТС-ს, რის შემდეგაც ქვეყნის პრეზიდენტმა "შიდა შეიარაღებული კონფლიქტის" მდგომარეობა გამოაცხადა. მანამდე კი, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ნარკოდაჯგუფების ლიდერის ციხიდან გაქცევის გამო, ეკვადორში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
პისტოლეტებით, თოფებით, ტყვიამფრქვევებითა და ხელყუმბარებით შეიარაღებული პირები სტუდიაში საინფორმაციო გადაცემის დროს შეიჭრნენ, რამაც ტელევიზიის თანამშრომლებში პანიკა და შიში გამოიწვია.
მოგვიანებით, პოლიციის სპეცრაზმმა ყველა შეიარაღებული პირი დააკავა.
„ეს არის ქმედება, რომელიც ტერორისტულ აქტად უნდა ჩაითვალოს,“ - აღნიშნა პოლიციის მეთაურმა.
ტელეკომპანიაზე თავდასხმის შემდეგ, ეკვადორის პრეზიდენტმა დანიელ ნობოამ გამოსცა ბრძანება ნარკოტრეფიკინგში ჩართული 20 დაჯგუფების ტერორისტულ დაჯგუფებად გამოცხადების შესახებ და ეკვადორის სამხედროებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ფარგლებში მათი ნეიტრალიზაციის უფლება მიანიჭა.